ლელა სირაძე
Friday, July 19, 2013
ტრენინგის შთაბეჭდილებები
პირველი დღიდან დაწყებული დღემდე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ტრენერის მუშაობით ასევე თითოეული ჩემი ჯგუფის წევრით.ეს შთაბეჭდილება ალბათ დიდხანს გამყვება.
Thursday, July 18, 2013
ქართული ხალხური სიმღერა - ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი
პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური სიმღერა - ჩვენი ქვეყნის სავიზიტო
ბარათი.
პროექტის მთავარი
იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან თითოეული
რეგიონის ხალხურ სიმღერებს.
პროექტის აქტუალურობა:
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მუსიკალური გემოვნების გაუმჯობესებას.
პროექტის მიზნები:
კვლევის,დაგეგმვის, ურთიერთთანამშრომლობის,წარდგენის უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:
IX კლასი,
15 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა:
10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები განასხვავებენ ხალხური მუსიკის პოპულარულ
ნიმუშებს საქართველოს კუთხეებისა და ჟანრების მიხედვით.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
1)
საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა ეროვნული მუსიკალური ფოლკლორის მიმართ.
მოსწავლეებმა გაარკვიონ, რამდენად
იცნობენ ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს-რა სიხშირით უსმენენ/ასრულებენ ხალხურ სიმღერას.
დაასაბუთონ რა ნიშნით გამოირჩევა
მათ მიერ შერჩეული მუსიკალური დიალექტი ანუ რა განსაკუთრებული თავისებურებების გამო
შეიძლება მიჩნეოლ იქნას იგი საქართველოს სავიზიტო ბარათად.
2)
საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება.
დაინტერესდნენ და გაარკვიონ საქართველოს
მოსაზღვრე ქვეყნების მუსიკალური ფოლკლორის თავისებურებები.
მოიძიონ ინფორმაცია, სადაც ქართული
ხალხური პოლიფონიური აზროვნებისა და სხვა საინტერესო საკითხებია გაშუქებული.
პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისათვის,
შეისწავლონ და შეასრულონ რამდენიმე სიმღერა.
3)
პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაცია:
მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას
და ინაწილებენ ფუნქციებს;
წერენ ერთობლივად პრეზენტაციის თანმიმდევრობას
-გეგმას;
მოიძიებენ ვიდეომასალას სადაც შერჩეული
იქნება რეგიონის ყოფის ამსახველი კადრები (ჩაცმულობა, ხალხური ცეკვა, ფრაგმენტები მხატვრული
ფილმებიდან).
4)
პროექტის შეფასება:
კითხვარის შედგენა.
ინტერვიუ.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ხელოვნება და ისტორია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• განსაზღვრავს პროექტის მიზანს;
• გეგმავს
პროექტს და
ანაწილებს ფუნქციებს;
• მოიძიებს
თეორიულ მასალას,
ქმნის რესურსს;
• მონაწილეობს კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში;
• მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
მუს.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს / შემსრულებელს
/კომპოზიტორს;
/კომპოზიტორს;
• მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ;
• მოხსენების / სტატიის სახით წარმოადგენს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ იმ მუსიკოსის შესახებ;
• მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს;
• წარმართავს დისკუსიას, სვამს და უპასუხებს კითხვებს;
• ავრცელებს მოძიებულ მასალას; ქმნის არქივს სხვებთან ერთად.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): ლელა სირაძე.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:lelasiradze.blogspot.com.
THE BEATLES
ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. [1]ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.
დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდანფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა „ბითლომანიის“ სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.
Wednesday, July 17, 2013
მოკლედ ჩემს შესახებ
მე ვარ ლელა სირაძე .35 წლის.ვცხოვრობ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში.
ვმუშაობ ამავე სოფლის საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად.მყავს მეუღლე გიორგი ქასრაშვილი რომელიც მუშაობს ამავე სკოლის დირექტორად და ორი შვილი; შოთა და თიკო ქასრაშვილები.
ვმუშაობ ამავე სოფლის საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად.მყავს მეუღლე გიორგი ქასრაშვილი რომელიც მუშაობს ამავე სკოლის დირექტორად და ორი შვილი; შოთა და თიკო ქასრაშვილები.
Subscribe to:
Posts (Atom)